English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ თენგიზ ქავთარაძე გიორგი ქავთარაძე
სახელმწიფო ინოვაციური პოლიტიკა აშშ-ს მეკარტოფილეობაში და მათი გამოცდილების განზოგადება საქართველოში

რეზიუმე

ნაშრომში შესწავლილია სახელმწიფო ინოვაციური პოლიტიკა აშშ-ს მეკარტოფილეობაში, როგორც სტრატეგიული, ისე ტაქტიკური ნიშნით; გაანალიზებულია საქართველოს მეკარტოფილეობის თანამედროვე მდგომარეობა; გამოთქმულია აზრი საქართველოს მეკარტოფილეობაში აშშ-ის გამოცდილების განზოგადების შესახებ.

საკვანძო სიტყვები: აშშ-ის მეკარტოფილეობა, ინოვაციური საქმიანობა, ტექნოლოგიური ინოვაციები, ინოვაციური საწარმო, ტექნოპარკი.

შესავალი

სახელმწიფო ინოვაციური პოლიტიკა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ორგანული შემადგენელი ნაწილია,რომელიც განსაზღვრავს ინოვაციური საქმიანობის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ფუნქციონირების მიზნებს, ძირითად მიმართულებებს და მეთოდებს. განვითარების თანამედროვე ეტაპზე აშშ-ს მეკარტოფილეობაში ინოვაციური საქმიანობის თვალსაზრისით შეიქმნა ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკისა და ტექნოლოგიების უახლესი მიღწევების, საერთოდ, სამამულო და საერთაშორისო ინოვაციური საქმიანობის შედეგების წარმატებით გამოყენებას, მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაჩქარებას და საზოგადოების მუდმივად მზარდ მატერიალურ და კულტურულ მოთხოვნილებათა სულ უფრო სრულად დაკმაყოფილებას. ინოვაციურ პოლიტიკაში გამოყოფენ ორ მხარეს: სტრატეგიულსა და ტაქტიკურს. აშშ-ს მეკარტოფილეობაში ინოვაციური საქმიანობის სტრატეგიული მხარის განხორციელება მიზნად ისახავს ჩვეულებრივ გრძელვადიან და შედარებით მსხვილ მასშტაბურ ამოცანებს და გულისხმობს  როგორც ინოვაციური საქმიანობის სახელმწიფოებრივი რეგულირების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას, ისე მეცნიერული პოტენციალის რაციონალური გამოყენების  ოპტიმალური მეთოდების შერჩევას. სახელმწიფო ინოვაციური პოლიტიკის ტაქტიკური მხარის რეალიზაციის მეთოდები ძირითადად ხორციელდება ისეთი ეკონომიკური ტენდენციით, როგორიცაა: კარტოფილზე მომხმარებელთა მოთხოვნის სტრუქტურის მრეწველური ცვალებადობა, გადამამუშავებელი დარგის განვითარებაზე ტრანსპორტისა და ვაჭრობის, შენახვისა და გასაღების განვითარება; სავაჭრო-სამრეწველო კაპიტალის აქტიური შეჭრა სოფლის მეურნეობაში, რომელთაც ძალუძთ დასახული მიზნების მაღალეფექტური განხორციელება.

* * *

აშშ-ში მეკარტოფილეობა სოფლის მეურნეობის ინტენსიური დარგია. ინოვაციური თვალსაზრისით იგი ხასიათდება წარმოების სპეციალიზაციისა და კონცენტრაციის მაღალი დონით, ასევე პროდუქციის სამრეწველო გადამუშავების სათანადო ტექნოლოგით, მსხვილ სპეციალიზებულ მეურნეობებში მუშაკთა შედარებით მცირე შტატებით, ხელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობებით, ინოვაციური საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სტრატეგიული მხარის ძირითადი მიმართულების თვალსაზრისით მეკარტოფილეობა აშშ-ი ვითარდება ნათესი ფართობების შემცირების გზით, დარგის ინტენსიური განვითარებით და საქონლურობის დონის ამაღლებით. მაგალითად, 1940-დან 1994 წლამდე კარტოფილის ნათესი ფართობები ორჯერ შემცირდა, მოსავალი კი დაახლოებით 50%-ით გაიზარდა. ბოლო ათ წელიწადში პროდუქციის ზრდა ძირითადად განპირობებულია კარტოფილის მოსავლიანობის 2-ჯერ მატებით, ამასთან ერთად, საქონლურობის დონე ამაღლდა 65%-დან 92%-მდე [12].

აშშ-ს მეკარტოფილეობაში ჩამოყალიბდა მყარი სპეციალიზაცია როგორც რაიონული, ისე ცალკეული ფერმერული მეურნეობების დონეზე. რამდენიმე შტატში ოპტიმალური ბუნებრივი პირობები მაღალხარისხოვანი პროდუქციისწარმოების საშუალებას იძლევანაკლები დანახარჯებით. აშშ-ი კარტოფილის წარმოების წამყვან შტატად სამართლიანად ითვლება ოჰაიოს შტატი, სადაც იწარმოება ქვეყანაში წლიურად წარმოებული კარტოფილის 25%. ოჰაიოში კარტოფილი მოჰყავთ ძირითადად სარწყავ მიწებზე, ასევე მთის ზონაში. წარმოებული კარტოფილის 12% მოიყვანება ვაშინგტონის შტატში, 9% - კი მენის შტატში. ამჟამად ხუთ შტატში (ოჰაიო, ვაშინგტონი, მენი, კალიფორნია და ნიუ-იორკი) მოჰყავთ ქვეყანაში წარმოებული კარტოფილის 60%. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილი შტატების განსაზღვრულ შეზღუდულ ზონებში არის სათანადო ბუნებრივი პირობები, რომელიც განაპირობებს კარტოფილის გარკვეულ საქონლურ თავისებურებებს. მაგალითად, ფლორიდის შტატში ხარისხოვანი კარტოფილი მოყავთ ჰასტინგსის სამ რეგიონში ¬_ სენტ-ჯონსის, ფლეგრევის და ატემენის, ხოლო მენის შტატში კი შესაბამისად არუსტუკის რეგიონში; მინესოტას შტატში – წითელი მდინარის ველზე; მიჩიგანში – ენინგსულის რაიონში, აიხადოში – სამხრეთ-დასავლეთის 10 ოლქში.

აშშ-ს სოფლის მეურნეობაში კარტოფილის ბაზარი წარმოადგენს ნათელ მაგალითს, თუ როგორ ხორციელდება შრომის სარაიონოთაშორისი დანაწილება. მაგალითად, სუბტროპიკული კლიმატის შტატები (ფლორიდა, კალიფორნია) დასპეციალიზებული არიან საადრეო კარტოფილის წარმოებაზე, კლიმატურად ცივი ზონები კი (მეი, აიხადო, მიჩიგანი, მინესოტა) – საგვიანო კარტოფილის მოყვანაზე. პირველნი მომხმარებელს ამარაგებენ კარტოფილით ზამთრისა და გაზაფხულის თვეებში, მეორენი კი ივნისიდან ნოემბრამდე. სახელმწიფო ინოვაციური პოლიტიკის ტაქტიკური მხარის მეთოდების რეალიზაციის შედეგად, განვითარებული სატრანსპორტო საგზაო პარკი განაპირობებს პროდუქციის შორ მანძილებზე შეუფერხებელ გადაზიდვას და ქვეყნის სხვადასხვა კუთხის მოსახლეობას უზრუნველყოფს ახალი კარტოფილის რიტმული მომარაგებით [13].

ამჟამად აშშ-ში ფუნქციონირებს 55,5 ათასი მეკასრტოფილეობის ფერმა. ამ მეურნეობებში კარტოფილი მოჰყავთ ინოვაციური თვალსაზრისით მაღალი აგროტექნიკის პირობებში, სარწყავ მიწებზე დიდი ოდენობით სასუქების გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ კარტოფილის ყოველი მეხუთე ფერმერული მეურნეობა ირწყვება; სარწყავი ფართობების ოდენობა შეადგენს მთელი კარტოფილის ნათესი ფართობების 56%. სასუქებით სარგებლობს ფერმერული მეურნეობების 99%. ჰექტარზე კარტოფილის ნათესებში შეიტანება დაახლოებით 1217 კგ მშრალი და თხიერი სასუქი. აქ მეკარტოფილეობასწრაფი ტემპით ვითარდება წარმოების კონცენტრაციის ამაღლების მეშვეობით, რის შედეგადაც მცირდება მეურნეობათა რიცხოვნობა.  კარტოფილის წარმოება თავს იყრის მსხვილ ფერმერულ მეურნეობებში, რომელიც დასპეციალიზებულია მასიურსტანდარტულ წარმოებაზე. მარტო 1950-დან 1989 წლამდე მეკარტოფილეობის მეურნეობების რიცხოვნობა ქვეყანაში შემცირდა 30-ჯერ (1664 ათასიდან 55,4 ათასამდე). ფერმის საშუალო ზომა გაორმაგდა და შეადგინა 9,3 ჰა. აღნიშნულ პერიოდში ფერმების რიცხოვნობა აიხადოს შტატში შემცირდა 4-ჯერ (12 ათასიდან 2,9 ათასამდე). მეურნეობათა საშუალო ზომა გაიზარდა თითქმის 8-ჯერ (4,9 ჰა-დან 38 ჰა-მდე). ყველაზე მსხვილი მეკარტოფილეობის ფერმები კალიფორნიაშია, სადაც მათი ზომა საშუალოდ 56 ჰექტარს შეადგენს [12].

თანამედროვე მეკარტოფილეობა მემცენარეობის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური დარგია. იგი ითხოვს დიდძალ კაპიტალდაბანდებას; მანქანების, სასუქების, შხამქიმიკატების შეძენა-გამოყენებას, მორწყვითი სამუშაოების განხორციელებას და ა.შ. კარტოფილის ნათესი ფართობების ყოველ ჰექტარზე თანდათან იზრდება კაპიტალდაბანდება და საშუალოდ აშშ-ი შეადგენს 718 დოლარს, მათ შორის ფულადი დანახარჯები – 581 დოლარს. მეტად შთამბეჭდავია მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ მიჩიგანის შტატის მეკარტოფილეობის 30 ფერმაში 1983 წელს ჩატარებული  კვლევები. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თითოეულ ფერმაში კაპიტალის მოცულობა საშუალოდ შეადგენდა 349,5 ათას დოლარს; მეკარტოფილეობის მსხვილ ფერმერულ მეურნეობებში, სადაც კარტოფილის ნათესი ფართობების ოდენობა იყო 101 ჰექტარი, კაპიტალის მოცულობა უდრიდა 444 ათას დოლარს; ფერმერის საკუთარი კაპიტალი ამ თანხიდან 87% იყო.  კვლევით ფერმაში შრომითი დანახარჯები საშუალოდ შეადგენდა 10,6 ათას კაც საათს, მათგან 64%  მოდიოდა დაქირავებულ შრომაზე. ფულადი დანახარჯების 1/3 მოდიოდა საბრუნავი კაპიტალის დანახარჯების ელემენტებზე (სარგავი მასალები, სასუქები, შხამქიმიკატები და სხვა), დაქირავებული შრომის დანახარჯები კი შეადგენდა 24%.

კარტოფილზე სამომხმარებლო მოთხოვნილების სტრუქტურა განიცდის არსებით ცვლილებას; ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით აღინიშნება კარტოფილზე ნატურით მოხმარების შემცირება 91 კგ-დან 55 კგ-მდე. იზრდება მოთხოვნილება კარტოფილის გადამუშავებულ პროდუქტებზე ჩიპსების, მშრალ, გაყინულ, კარტოფილის ფქვილზე და სხვა სახით. წარმოებული Kკარტოფილის მეტი წილი მოიხმარება გადასამუშავებლად, ნაკლები კი ნატურალური მოხმარებისათვის. თუ 1964 წელს კარტოფილზე სასურსათო მოთხოვნილება შეადგენდა 59%, 1984 წელს ამ მაჩვენებელმა შეადგინა 39%.Kკარტოფილის გასაღებამ განიცადა არსებითი ცვლილებები. წარმოიშვა ხარისხობრივად ახალი მომენტები, კერძოდ პროდუქციის შესყიდვის საქმეში სავაჭრო და სამრეწველო ფირმების კონცენტრირება. პრაქტიკაში ფართოდ ინერგება ფერმერული მეურნეობებიდან კარტოფილის პირდაპირი შესყიდვის სისტება. შესყიდვის სტრუქტურაში მკვეთრად იზრდება გადამამუშავებელი ფირმების როლი და, პირიქით, მცირდება საცალო და საბითუმო ფირმების ქსელი.

ამასთან ერთად, კარტოფილის გასაღებაში იზრდება გადამუშავების წილი და ძლიერდება აგროსამრეწველო კოორდინაციის პროცესი. სამრეწველო სავაჭრო კაპიტალი ერწყმის სოფლის მეურნეობას და წარმოიქმნება აგროსამრეწველო გაერთიანებები საკუთარი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების ორგანიზაციისა და ფერმერულ მეურნეობებთან საკონტრაქტო ხელშეკრულებების დადებით. აშშ-ს მეკარტოფილეობაში სრული ინტეგრაცია ნაკლებადაა გავრცელებული ვიდრე კონტრაქტაცია, რომელიც მთლიანობაში მოიცავს სასურსათო კარტოფილის წარმოებას.

საკუთარი სასოფლო-სამეურნეო წარმოების კომპანიების ორგანიზაცია მიზანშეწონილია იმ შემთხვევებში, როდესაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პროდუქციის ხარისხისა და პროდუქციის დროულად მიწოდების ეკონომიკურ საქმიანობას. ცნობილია, რომ გადამუშავებისათვის განკუთვნილი კარტოფილი დიდი ხნით შენახვას არ ექვემდებარება. Aამიტომ, ფირმა `ჰეინც კომპანი” ქვეყანაში კარტოფილის გაყინული პროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. მას მეის შტატში აქვს საკუთარი ფერმები, სადაც ყოველწლიურად მოჰყავთ 130 ათასი ტონა კარტოფილი. ტენესის შტატში დიდი პლანტაციები გააჩნია ფირმა `სტოკელივენ კემპ”-ს, რომელიც დასპეციალიზებულია კარტოფილის სწრაფი გაყინვის პროდუქტების წარმოებაზე. კონტრაქტაცია კარტოფილის წარმოების და გასაღების კოორდინირების სფეროში მეტად გავრცელებული მეთოდია. კონტრაქტების მასობრივი გამოყენება განპირობებულია ინოვაციური თვალსაზრისით დარგის მაღალი კაპიტალტევადობით, წარმოების კონცენტრაციისა და სპეციალიზაციის მაღალი დონით, კარტოფილზე დასაბუთებული ფასების სეზონურად მკვეთრი გადახრებით. კონტრაქტი წარმოადგენს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი კრედიტის მიღების საიმედო წყაროს.

სახელშეკრულებო ურთიერთობების გავრცელების ხარისხი ქვეყნის სხვადასხვა შტატში ერთნაირი არ არის. ზოგიერთ მათგანში (მაგალითად, აიხადოს შტატის ფერმებში) კონტრაქტაცია ემსახურება პროდუქციის წარმოებისა და გასაღების ორგანიზაციის ძირითად ფორმებს. მსხვილ ფერმებს შორის კონტრაქტაცია წვრილ ფერმებთან შედარებით უფრო ფართოდაა გავრცელებული.მსხვილი ფერმები უფრო ხშირად აწარმოებენ როგორც ტექნოლოგიურ, ისე არატექნოლოგიურ ინოვაციებს, რაც აიხსნება  მასშტაბის ეფექტით. მსხვილ ფერმებს მეტი ხელმისაწვდომობა აქვთ გარე წყაროებიდან დაფინანსებასთან ტექნოლოგიური და არატექნოლოგიური ინოვაციების შესაქმნელად ან გარედან შესაძენად. მსხვილ და გამოცდილ ფერმერებს აქვთ უფრო მეტი შესაძლებლობები – მათ შორის მათ განკარგვაშია მარკეტინგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები პროდუქტულ, პროცესულ და მარკეტინგულ ინოვაციებს უფრო ხშირად ახორციელებენ საშუალო და მცირე ზომის ფერმები; ეს პრობლემა ძალზე მწვავედ დგას, ზოგადად, განვითარებულ ქვეყნებში. კონკურენტუნარიანობისა და კონკურენტული უპირატესობის მიღწევის ერთ-ერთი წინაპირობაა ინოვაციებზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების საქმიანობა და შესაბამისად სტრატეგიები. ამის აქტუალობა განსაკუთრებით იმ მდგომარეობით არის გამოწვეული, რომ სოფლის მეურნეობა გადამამუშავებელი მრეწველობის კოორდინაციის წინაშე დგას. წარმატების მიღწევა ბევრად არის განპირობებული მათი ინოვაციური სტრატეგიებით. ამიტომ აშშ-ის მეკარტოფილეობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ინოვაციურ საქმიანობასთან დაკავშირებული კონტრაქტაციის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები ძალზე აქტუალურ საკითხებს წარმოადგენს. Kკონტრაქტები ერთმანეთისაგან განსხვავდება კონტრაგენტების ტიპების, მათი გეოგრაფიული მდგომარეობის მხარეების პასუხისმგებლობის ხარისხით, შრომის ანაზღაურების ფორმებით და პროდუქციის მიწოდების ვადების მიხედვით. მაგალითად, კონტრაქტის ტიპი დამოკიდებულია იმაზე, თუ მოცემული სასურსათო კომპანია, რომელიც აწარმოებს ჩიპსებს ან მშრალ, სწრაფადგაყინვადი კარტოფილის პროდუქტებს განლაგებულია ფირმა დამკვეთი მეის ან მინესოტას შტატებში? მიუხედავად კონტრაქტების მრავალსახეობისა, მეკარტოფილეობაში შეიძლება გამოვყოთ საერთო ნიშნები.

1. ყველა კონტრაქტი მიუთითებს მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ჩვეულებრივ, ფერმერი წარადგენს მიწას და თავის სამუშაო ძალას. კონტრაქტორის ვალდებულებებში შედის წარმოების საშუალებებით ფერმერის მომარაგება (სარგავი მასალა, სასუქი, შხამქიმიკატები და ა.შ), ძირითადი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება (თესვა, მცენარეთა გამოკვება, მორწყვა, მოსავლის აღება), პროდუქციის გასაღება და სხვა. მართალია, ფერმერი იურიდიულად დამოუკიდებელია, მაგრამ ფაქტობრივად იგი მოქცეულია კონტრაქტორის მთლიან დამოკიდებულებაში. იგი აკონტროლებს მის საწარმოო პოტენციალს,კერძოდ, განსაზღვრავს სარგავი მასალის ტიპს და ხარისხს, მცენარეთა გამოკვების, მორწყვის, თესვის, მოსავლის აღების და სხვა ვადებს. თავისი არსით კონტრაქტაცია ფერმერს აქცევს კომპანიის მიერ დაქირავებულ მუშაკად და მის ფერმას - ნედლეულის წარმოების განყოფილებად.

2. კონტრაქტში განისაზღვრება ერთეული პროდუქციის მყარი ფასი, ფა¬სე¬¬ბის დონე დგინდება პროდუქციის ხარისხისა და ოდენობის მიხედვით. მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებაზე გაიცემა პრემიები და დანამატები. ნაყარი კარტოფილის გადაზიდვა, ჩვეულებრივ ნაზღაურდება ნაკლებ ფასებში ვიდრე ტარით გადაზიდული კარტოფილი.

3. კონტრაქტები მეკარტოფილეებს წარმოებული პროდუქციის ხარისხზე მკაცრ კონტროლსუწესებენ. კარტოფილზე დაკვეთა წარმოებს სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად და კომპანიის სპეციფიკურობის გათვალისწინებით. მაგალითად, ჰასტინგსის მეკარტოფილეობის რაიონში 1967 წლიდან ფერმერების 1/3 საკონტრაქტო ვალდებულებით უწესდებათ პირველი ხარისხის კარტოფილის მოწოდება.

4. კონტრაქტების მოქმედების ვადა ჩვეულებრივ, როგორც წესი, მეკარტო-ფილეობაში გვხვდება 6-8 წლით. 1961 - 1968 წლებში ფლორიდის შტატის მსხვილ ფერმერულ მეურნეობებში განისაზღვრებოდა 8-9 წლით, წვრილ ფერმერულ მეურნეობებში კი 5-7 წლით. მემცენარეობის სხვა დარგებისაგან განსხვავებით, კონტრაქტები მეკარტოფილეობაში იდება კარტოფილის რგვამდე. კონტრაქტებზე ხელმოწერის შემდეგ მასში ცვლილებები აღარ შეიტანება.

ბოლო დრომდე საუბარი მიდიოდაკონტრაქტებზე, რომელიც იდებოდა ფერმერებსა და გადამამუშავებელ კომპანიებს შორის.ერთი მხრივ, ასეთ კონტრაქტებში შეიძლება ზოგჯერ მონაწილეობდნენ სავაჭრო ფირმები, რომლებმაც ფართო გავრცელება პოვეს სუბკონტრაქტების სისტემის სახელწოდებით. ამ კონტრაქტების შინაარსი ძალზე წააგავს ფერმერებისა და გადამამუშავებელი ქარხნების მეპატრონეებს შორის შეთანხმებებს. როგორც წესი, ისინი იდება კარტოფილის დარგვამდე, რის შედეგადაც კონტრაქტებში რაიმე შესწორება აღარ დაიშვება. დაკვეთის ზომა განისაზღვრება პროდუქციის რაოდენობით, რომელიც ფერმერმა უნდა გაყიდოს. ზოგჯერ მხარის მიერ ხელშეკრულების დადების მომენტში, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ისაზღვრება პროდუქციის მიწოდების დრო. ცალკეულ შემთხვევებში მიწოდების დრო რეგულირდება სავაჭრო ფირმების მიერ.

სუბკონტრაქტების მეთოდი ხელსაყრელია როგორც ფერმერის ისე ვაჭრისთვის. პირველს უზრუნველყოფს პროდუქციის გასაღების საიმედო ბაზარი, მეორეს კი ნებას რთავს ჰყავდეს მუდმივი დამკვეთი და შეამციროს პროდუქციის შესყიდვის დანახარჯები. სავაჭრო კომპანიებსა და ფერმერებს შორის სუბკონტრაქტები ყოველ წელს ახლდება. ისინი არ ატარებენ გრძელვადიან ხასიათს. საკრედიტო სააგენტოები ჩვეულებრივ ახალისებენ ამ პრაქტიკას, რამდენადაც იგი განაპირობებს ურთიერთსაიმედოობას.

კარტოფილის წარმოებასა და გადამუშავებაში აგროსამრეწველო კოორდინირების აუცილებელ ფორმას წარმოადგენს კოოპერატიული აგროსამრეწველო გაერთიანებები. 70-იანი წლების დასაწყისში მათ წილად მოდიოდა მთელი კარტოფილის ადრეული წარმოების ნახევარი. კოოპერატივები ყიდულობენ პროდუქციას მწარმოებლებისაგან მყარ ფასებში,  ასევე აძლევენ მათ კრედიტებს და სამეცნიერო-ტექნიკურ ინფორმაციას. რიგ შემთხვევებში ფერმერისათვის ხელსაყრელია, დაიდოს კონტრაქტი კოოპერატივთან, ვიდრე გადამამუშავებელ ან სავაჭრო ფირმასთან. ამ შემთხვევაში ფერმერი უფრო მაღალ ფასად ყიდის პროდუქციას და ინარჩუნებს კრედიტის აღების შეღავათიანობის პირობებს. გარდა ამისა, კოოპერატივის წევრობა მას გარანტიას აძლევს, შეინარჩუნოს გარკვეული დამოუკიდებლობა აუცილებელი სამეურნეო გადაწყვეტილებების მიღებაში.

ჰასტინგსის რაიონში ფუნქციონირებს ორი კოოპერატივი: სასურსათო კარტოფილის და ნაწილობრივ კომბოსტოს რეალიზაციის განხრით _ `ჰასტინგ პოტეიტო გროუერა ასსოშიეიშნ” და “ფლორიდა პლანტერე ნიკორპორეიშნ”. 1968 წელს ამ რაიონის კარტოფილის ყველა მწარმოებლის28% იყო აღნიშნული ორი კოოპერატივის წევრი. მათგან მეპაიეების 10% შეადგენდა მსხვილ ფერმერებს, დანარჩენი 90% იყვნენ წვრილი და საშუალო ფერმერები. მზა პროდუქციის გასაღების გარდა, კოოპერატივები ამარაგებდნენ ფერმერებს მანქანებით, სასუქებით, შხამქიმიკატებით, სარგავი და სხვა მასალებით, კრედიტებით. დაფინანსების წყაროების მიხედვით, კოოპერატივები ფლორიდის შტატში იკავებს მეორე ადგილს სამრეწველო კრედიტის ასოციაციის შემდეგ; 70-იანი წლების დასაწყისში ფლორიდის შტატში წვრილ ფერმერულ მეურნეობებზე მოდიოდა სესხების 36%, მსხვილ მეკარტოფილეობის ფერმებზე კი _ 14%;

დაფასოებული კარტოფილის რეალიზაცია კოოპერატივების მიერ ხორციელდება 6-8 კვირაში, ნაყარი დაუფასოებელი კარტოფილისა კი ორ კვირაში; კარტოფილის მოსავლის აღების პიკის პერიოდისათვის იქმნება ცნობილი სიძნელეები გასაღებაში, რაც იწვევს პროდუქციაზე ფასების დაწევას. ამიტომ ორივე კოოპერატივის მმართველობა ფერმერებთან ერთად ამუშავებს გეგმებს მოსავლის აღების ვადების კოორდინირებაზე და სამომხმარებლო ბაზრის როდუქციით მომარაგებაზე.

1967-1968 წლებში ფლორიდაში ორგანიზებული იქნა ახალი ტიპის კოოპერატივი `ნორს ფლორიდა გლოუერზექსჩეინდ~, რომელიც აერთიანებდა მეკარტოფილეობის ფერმების 87%. თავისი ხასიათით ეს კოოპერატივი განსხვავდება ტრადიციული მომარაგებლურ-გამსაღებლური კოოპერატივებისაგან. მისი ძირითადი ამოცანაა, ჰასტინგსის რაიონში მოყვანილ კარტოფილზე დაასტაბილუროს ფასები და ფერმერებსა და მოვაჭრეებს მიეწოდოთ აუცილებელი საბაზრო ინფორმაცია. მეპაიეებისათვის დაწესებულია გაწევრიანების გადასახადი, რომლის ოდენობა განისაზღვრება კარტოფილის ნათესი ფართობების მიხედვით. მაგალითად, 20,2 ჰა კარტოფილის ნათეს ფართობებზე მეპაიეებისათვის დაწესდა 10 დოლარი გადასახადი; 20,6-დან 40,5 ჰექტარ ნათეს ფართობზე შესაბამისად _ 25 დოლარი; 40,5 ჰა ნათეს ფართობზე _ 50 დოლარი, მეპაიეები ასევე იხდიან 1% ანაზღაურებას ყოველ ამერიკულ ცენტნერ (45,4 კგ) კარტოფილზე. კოოპერატივში მუშაობს საშტატო თანამშრომელი, რომელიც დაკავებულია ნათესი ფართობების ოდენობის, კარტოფილის წარმოების პირობებისა და მასშტაბების ინფორმაციის  შეგროვებაზე. შეგროვებული და გადამუშავებული ინფორმაცია წარედგინება კოოპერატივის გამსაღებელ კომიტეტში, რომელიც კარტოფილზე აწესებს ფასს.

მიუხედავად იმისა, რომ კოოპერატივს გააჩნია სახელშეკრულებო ურთიერთობა რამდენიმე სავაჭრო ფირმასთან, იგი გამოდის როგორც გასაღების კოორდინატორი ვიდრე ფაქტობრივი გამყიდველი. სავაჭრო ფირმები კარტოფილს ყიდიან ნებისმიერ მყიდველზე კოოპერატივის გამსაღებელი კომიტეტის მიერ  დადგენილ ფასებში. კოოპერატივის წევრების მიერ კონტრაქტით მოყვანილი პროდუქცია მიეწოდება კონტრაქტორს მყარ ფასებში. აშშ-ის მეკარტოფილეობაში წარმოების კორდინაციის განვითარებას და აგროსამრეწველო გაერთიანების წარმოქმნას დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს როგორც კარტოფილის გადამამუშავებელი მრეწველობის, ისე ფერმერებისა და მომხმარებლისათვის. საკონტრაქტო სისტემის განვითარებისა და საკუთარი სასოფლო-სამეურნეო წარმოების სამრეწველო ფირმებთან კოორდინირების მეშვეობით განისაზღვრება წარმოების შეუფერხებელი მუშაობისა და სრული დატვირთვისათვის ნედლეულის მუდმივი მომწოდებელი. წარმოების კონტრაქტებით დაწესებული რეგლამენტაცია ითვალისწინებს წარმოების შესაძლებლობას, განახორციელოს სისტემატური კონტროლი პროდუქციის ხარისხზე. სოფლის მეურნეობას, მრეწველობასა და ვაჭრობას შორის მყარი საწარმოო კოოპერაცია ნებას რთავს ფერმერებს,ცნობილი ღონისძიებებით შეამცირონ პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული რისკები. როგორც პრაქტიკამ გვიჩვენა, აიხადოს შტატში კონტრაქტით მომუშავე მწარმოებლებს შემოსავალი ჰქონდათ უფრო მაღალი, ვიდრე დამოუკიდებელ ფერმერებს. რამდენადაც საკონტრაქტო ფასების დაწესების არსებული პრაქტიკა ითვალისწინებს დანამატებს და პრემიებს პროდუქციის ხარისხზე, ფერმერებს უჩნდებათ წარმოების ეფექტიანობის ამაღლების გარკვეული სტიმულები. აშშ-ის  მეკარტოფილეობაში, მემცენარეობის სხვა დარგებთან შედარებით, ნათლად ვლინდება სოფლის მეურნეობაში ფინანსური კაპიტალის შეჭრის უარყოფითი შედეგები. ფირმები ხელშეკრულებებს უპირატესად წარმოების ნაკლები დანახარჯების მქონე მსხვილ დამკვეთებთან დებენ. კონტრაქტაციის განვითარება პირდაპირ და ირიბად განაპირობებს წარმოების კონცენტრაციის დაჩქარებულ პროცესს, რომელსაც მეკარტოფილეობაში თან ახლავს ფერმერთა მასობრივი დიფერენციაცია და მცირე მწარმოებლების შევიწროება.

კარტოფილი სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტია, რაც მისი მაღალი კვებითი ღირებულებით და მრავალმხრივი გამოყენებით არის განპირობებული. ეს კულტურა სითბოს მოყვარული არ არის, ამიტომ საქართველოში ის ძირითადად მთიან რაიონებში მოჰყავთ. ბოლო წლებში, ისე როგორც სხვა პროდუქტების ფასი, კარტოფილის ფასი გაიზარდა და 2000-2015 წლებში 0,42 თეთრიდან 1 ლარს გაუტოლდა. აღნიშნულ პერიოდში  საქართველოში კარტოფილის ნათესი ფართობები 37,3 ათასი ჰექტრიდან 26,2 ათას ჰექტრამდე შემცირდა. ასევე შემცირდა კარტოფილის წარმოებაც – 302,9 ათასი ტონიდან, 2013 წელს 296,6 ათას ტონამდე, 2015 წელს კი 196 ათას ტონამდე. ამ კულტურის საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა გაიზარდა 8,9 ტონიდან 11,3 ტონამდე. ეს მაჩვენებელი შედარებით მაღალი (13,2 ტ/ჰა) იყო სამცხე-ჯავახეთის და აჭარის (11,3 ტ/ჰა) რეგიონებში. ეს მაჩვენებელი კარტოფილის მწარმოებელი ქვეყნებისათვის გაცილებით მაღალია. მაგალითად, ყოფილ სსრ კავშირში კარტოფილის წარმოება ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 1971-1974 წლებში საშუალოდ შეადგენდა 332- კგ-ს. ხოლო ცენტრალურ არაშავმიწანიადაგიან, ცენტრალურ შავმიწანიადაგიან ზონებში, ურალზე, დასავლეთ ციმბირსა და ვოლგისპირეთში საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე აწარმოებენ 420 კილოგრამამდე კარტოფილს. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, საქართველოში იწარმოებოდა 1980 წელს, 42,2 კგ კარტოფილი, 1990 წელს შესაბამისად- 54 კგ, 2000 წელს – 66 კგ, 2010 წელს – 54 კგ, 2015 წელს  კი 53 კგ. ერთ სულ მოსახლეზე კარტოფილის მოხმარების რაციონალური წლიური ნორმა ითვალისწინებს 92 კგ კარტოფილს.

საქმე ის არის, რომ,ტრადიციულად, საქაერთველოს მიერ სხვა ქვეყნებში ხდება კარტოფილის გატანა. მაგალითად, 1980 წელს ყოფილ საკავშირო ფონდში გადაიტვირთა 65 ათასი ტონა კარტოფილი, 1985 წელს შესაბამისად 75 ათასი ტონა, 1990 წელს 90 ათასი ტონა. საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი 2009-2015 წლებში შემცირდა 1489 ტონიდან 300 ტონამდე. აღნიშნულ პერიოდში შეყინული კარტოფილის იმპორტი შემცირდა ნატურაში 52436 ტონიდან 30167 ტონამდე. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ კარტოფილის ნათესების 70 პროცენტი მცირემიწიანია და განთავსებულია 1 ჰექტრამდე მიწის ფართობებზე. კარტოფილის მოვლა წარმოებს პრიმიტიულად, ხელის შრომის გამოყენებით. ფერმერული და გლეხური მეურნეობების მეპატრონენი დაბალი შემოსავლების გამოვერ ახერხებენ საჭირო რაოდენობის მაღალი ფასის მქონე მინერალური სასუქების შეძენას, ამიტომ, ქვეყანაში წარმოებული კარტოფილი შედარებით ეკოლოგიურად სუფთაა. ამის გამო მეკარტოფილეობის რეგიონებიდან დიდი რაოდენობით კარტოფილი გადის ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში, სადაც შედარებით მაღალ ფასებში იყიდება. თბილისის ბაზრები გაჯერებულია შედარებით დაბალი ხარისხის იმპორტული კარტოფილით. იმის გამო, რომ ქვეყანაში მაღალია საწვავის ფასი, ქართველ ფერმერებს უჭირთ ამ პროდუქციის შორ მანძილზე სარეალიზაციოდ გადაზიდვა.

კარტოფილი ცხოველებისათვის საუკეთესო საკვები პროდუქტია, ძროხის კვების რაციონში მისი განსაზღვრული დოზით შეტანა მნიშვნელოვნად ადიდებს წველადობას. 10 ფუთ კარტოფილს შეუძლია მოგვცეს 1 ფუთი ღორის ხორცი. ერთი ჰექტარი კარტოფილის ნათესი, საკვები ერთეულის რაოდენობის მიხედვით, ჩამორჩება მხოლოდ შაქრის ჭარხალს და სიმინდს. Hექტარზე 150 ცენტნერი მოსავლის დროს ის იძლევა 5250 საკვებ ერთეულს ანუ 10500 კგ რძეს ან 500 კგ კარაქს, ან 1050 კგ ხორცს.

მეკარტოფილეობის შემდგომი განვითარების მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია დიდი ყურადღება დაეთმოს მთიანი რეგიონების (თუშეთის, სვანეთის, ხევის, ფშავის, მთიულეთის, ჩოხატაურის, სურების ზონაში) ათვისებას. კარტოფილი რენტაბელური კულტურაა. მისი მოყვანა მთიან ზონაში ხელს შეუწყობდა მეცხოველეობის დარგის მნიშვნელოვან განვითარებას და მის საფუძველზე მოსახლეობის ადგილებზე დამაგრებას. კარგი იქნება, თუ ამ უკაცრიელ, დაუსახლებელ უზარმაზარ ფართობებზე სხვა ქვეყნების გამოცდილების მსგავსად, თუნდაც ერთი წლით დასახლებისათვის შეირჩნენ მოხალისეები. მაგალითად, აშშ-ში ალიასკის თოვლის ზონაში, ნიაგარის ჩანჩქერის მიდამოებში, კანადის პრერიებში და ევროპის ბევრი ქვეყნის უკაცრიელ ადგილებში, გაუკაცრიელების ლიკვიდაციის მიზნით, მოხალისეებს გზავნიან საცხოვრებლად. მათ აძლევენ შესაბამის გასამრჯელოს ერთი ან რამდენიმე წლით ცხოვრებისათვის.

აშშ-ის კალიფორნიისა და ფლორიდის შტატების საადრეო მეკარტოფილეობის წარმოების გამოცდილების განზოგადების მიზნით, კარგი იქნებოდა საქართველოს სუბტროპიკულ ზონებში, ექსპერიმენტის სახით დანერგილიყო საადრეო კარტოფილის წარმოება. მისი ფასი საგვიანო კარტოფილთან შედარებით 30-50 პროცენტით მაღალია, რაც კარტოფილის წარმოების გადიდების მნიშვნელოვანი სტიმული იქნებოდა.

დასკვნა

კვლევის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს მეკარტოფილეობის ოჯახურ და ფერმერულ მეურნეობებში ნაკლებად შეიმჩნევა ინოვაციური დანერგვის სახით ტექნოლოგიური და არატექნოლოგიური ინოვაციური აქტივობა. იგი განპირობებულია იმ პრობლემებით, რომ ქვეყანას არ გააჩნია სოფლის მეურნეობის მეცნიერულად დასაბუთებული ინოვაციური და საინვესტიციო განვითარების სახელმწიფო პროგრამა. ამისათვის საჭიროა შესაბამისი ინვესტიციური გარემოს შექმნა, რომელიც, ერთი მხრივ, შექმნიდა სტიმულებს და, მეორე მხრივ, მოხსნიდა ბარიერებს ფირმების ინოვაციურ საქმიანობაში. საქართველოს სოფლის მეურნეობის ინოვაციური პოლიტიკისათვის, ჩვენი კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ხდება ტექნოპარკის ანუ მეცნიერებატევადი პროდუქციის დამუშავებისა და წარმოების ცენტრის ფორმირება, მან დახმარება უნდა გაუწიოს: მცირე ზომის დამწყები ინოვაციური ფირმების წარმოშობასა და განვითარებას; ინტელექტუალური პროდუქტის გადაქცევას საქონლად; საზოგადოებრივ პროგრესში მეცნიერებისა და განათლების როლის ამაღლებას; სრულიად ახალი ტექნოლოგიების, ნაწარმისა და მომსახურების შექმნასა და რეალიზაციას მათი გამოყენების ახალ სფეროში; მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისათვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნას; ინვესტიციების მოზიდვას როგორც ქვეყნის ცალკეული რეგიონებიდან, ისე საზღვარგარეთიდან.

გამოყენებული ლიტერატურა

1. აბესაძე რ.,2014. ინოვაციები - ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი. თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული, თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბ.

2. ამერიკის ეკონომიკა – ზოგადი საფუძვლების მიმოხილვა, ამერიკის შეერთებული შტატების საინფორმაციო სააგენტო. 2010

3. რევიშვილი ზ.,2015. საქართველოს აგრარული განვითარებისა და პოლიტიკის თეორიული საკითხები. თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო-სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული, თბ.

4. რუხაძე ს.,1994. აშშ-ს სახელმწიფო რეგულირების საკითხები, თბ.

5. ქავთარაძე თ.,2003. აგრარული რეფორმა საბაზრო ეკონომიკის პირობებში და საქართველო “მეცნიერება”, თბ.

6. ქისტაური ნ. 2015. ინოვაციებისა და ცვლილებების მართვის თანამედროვე პრობლემები. თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული, თბ.

7. ხარაიშვილი ე. 2012. ინოვაციური განვითარების პრობლემები საქართველოს ფერმერულ მეურნეობებში. თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული. თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა ტ. II. თბ.

8. ჩიქავა ლ. 2006. ინოვაციური ეკონომიკა. საგამომცემლო ფირმა სიახლე, თბ.

9.Освоение иновации в агропромишленном комплексе опит и проблемы.2006.М. : ФГУРССК– 136.

10.Changes in market organization and practices of the otato industry. 1970. Hastings Area. Florida 1958-1968. Washington,

11.Kyle L.P. 1974. Business analysis summary for otato farms 1973. East-lansing,